ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რა შეფასება დაუწერეს კვარაცხელიას | Sofascore-ი და Whoscored-ი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ კედლებში „ნიცას“ დაუპირისპირდა. ადგილობრივ ჩემპიონატში, პარიზელთა წაუგებელი სერია დასრულდა და „ნიცამ“ მეტოქე 3:1 დაამარცხა.

„კვარამ“ შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად აქტიური იყო - ცდილობდა თამაშის გამწვავებას და თანაგუნდელების დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანას. ერთ ეპიზოდში კი, ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ თავადაც სცადა გოლის გატანა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა მარცინ ბულკამ მოიგერია.

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.8 ქულით შეაფასა. პსჟ-ის მაისურით, საუკეთესო შეფასება უსმან დემბელემ დაიმსახურა (8.1), ფაბიან რუისმა კი 8.0 მიიღო. Whoscored-მა „კვარას“ ასპარეზობა 7.4 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მეტოქის კარისკენ 3-ჯერ დაარტყა - ერთხელ ზუსტად, ერთხელ არაზუსტად, ერთხელ დაუბლოკეს. კვარაცხელიას 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 4 საკვანძო გადაცემა გააკეთა და 15-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტექნიკურად ძველმოდური, მაგრამ სუფთა და ოსტატური“ - L’Equipe კვარაზე
„ტექნიკურად ძველმოდური, მაგრამ სუფთა და ოსტატური“ - L’Equipe კვარაზე