პატრის ევრა PFL-ში იჩხუბებს | ფრანგმა ლუის სუარესი გამოიწვია
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, პატრის ევრა MMA-ის მებრძოლის კარიერას იწყებს. ევრა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციაში, PFL-ში იჩხუბებს და პატრისმა მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა.
„ვვარჯიშობ, რათა PFL-ში პირველი ოფიციალური ორთაბრძოლა გავმართო. მეტოქეს შემირჩევენ... მკითხეს, ჩხუბი ვისთან მინდოდა და ვთქვი, ლუის სუარესთან-მეთქი. ჩემი ჯიბიდან გადავუხდი ფულს და შეუძლია, მიკბინოს კიდეც“, - განაცხადა ევრამ.
???????????????????????????????????? ???????????????? ????
— PFL (@PFLMMA) April 25, 2025
From the Pitch to the SmartCage ⚽️????
Former Manchester United and Les Bleus star @Evra makes his PFL MMA DEBUT at PFL Paris on Friday 23rd May#PFLParis | Friday 23rd May
????️ On Sale NOW | LIVE on DAZN pic.twitter.com/2iCufpIFVy
„მითხრეს, რომ MMA ძალიან უყვარს და 23 მაისს ვნახავთ, რა შეუძლია. აღფრთოვანებულნი ვართ, რომ ევრას დონის სუპერვარსკვლავი PFL-ში იჩხუბებს. პარიზში, კიდევ ერთ ისტორიულ ღონისძიებას იხილავთ და თავად ნახავთ, ევრას რა შეუძლია“, - აღმნიშნა PFL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტ მიურეიმ.
ცნობისთვის, 23 მაისს გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენა მანსურ ბარნაოსა და არჩი კოლგანის დაპირისპირება გახლავთ, ამავე ღონისძიებაზე კი ბორენა ცერცვაძეც იჩხუბებს. ევრას მეტოქის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს