ილია თოფურია, რენატო მოიკანო
Aa
Aa

„თოფურიასთან მარტივი ჩხუბი არავის ექნება“ | რას ამბობს რენატო მოიკანო

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანომ საინტერესო განცხადება გააკეთა. მოიკანომ ილია თოფურიას მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ლეგენდასა“ და ისლამ მახაჩევის ჩხუბი უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ილიასა და ჩარლზ ოლივეირასი.

„თოფურია ძალიან მაგარი მებრძოლია. მასთან ჩხუბი მარტივი არავისთვის იქნება. მას ძალიან ძლიერი დარტყმები და შესანიშნავი ტექნიკა აქვს, რის წყალობითაც, ნებისმიერი მეტოქის დანოკაუტება შეუძლია. ჩემი აზრით, მისი და ისლამ მახაჩევის ბრძოლა უფრო მასშტაბური მოვლენა იქნება, ვიდრე ილიასა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირება“.

საინტერესოა, რომ რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელებში მახაჩევის თანაგუნდელის, რაჯი რაბადანოვის კომენტარი გავრცელდა. მისი თქმით, ისლამის პოზიცია უცვლელია. მახაჩევი მიიჩნევს, რომ თოფურიას ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს და ეგრევე საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო საათებში იწერება, რომ ილია UFC 317-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება. ესპანური პრესის მიხედვით, თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის ისლამ მახაჩევს შეხვდება ან ვაკანტური ქამრისთვის, ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს გაგრძელებას არც განვიხილავდი“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ
„ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს გაგრძელებას არც განვიხილავდი“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ