ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

ცნობა კომპეტენტური ადამიანისგან - მახაჩევი ტიტულს თოფურიასთან არ დაიცავს

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიო სპორტულ მედიაში ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. მას შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ მოსამზადებელი კემპი დაიწყო და საჩემპიონო ბრძოლას ის 28 ივნისს ჩაატარებს, ყველა მიხვდა, რომ მისი მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნებოდა. არსებობს სხვა ვარიანტიც - თუ დაღესტნელი ზედა წონაში აინაცვლებს, მაშინ თოფურიას საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბი ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან მოუწევს. თუმცა, აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჩეილ სონენმა, რომელმაც ასეთი რამ თქვა:

„ისლამ მახაჩევი ზაფხულში ჩემპიონის ტიტულს ჯასტინ გეიჯისთან შეხვედრაში დაიცავს. თქვენ ადგილას ამ ინფორმაციას მეც არ დავიჯერებდი, მაგრამ იმდენად კომპეტენტური და სარწმუნო წყაროსგან შევიტყვე, იძულებული გავხვდი დამეჯერებინა“.

ცნობისათვის, ჯასტინ გეიჯი ოქტაგონზე უკანასკნელად UFC 313-ზე გავიდა აზერბაიჯანელი რაფაელ ფიზიევი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ისლამ მახაჩევმა კი იანვარში UFC 311-ზე ბრაზილიელ რენატო მოიკანოს საბმიშენით მოუგო და ტიტული ზედიზედ მეოთხედ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განახლებული ინფორმაცია | თოფურია დროებითი ტიტულისთვის არ იჩხუბებს
განახლებული ინფორმაცია | თოფურია დროებითი ტიტულისთვის არ იჩხუბებს