ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

Marca: ვინისიუსის ახალი კონტრაქტი შეთანხმებულია

ვინისიუს ჟუნიორს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს.

გამოცემის ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

„კლუბი სრულად ენდობა ვინისიუსს და მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ბოლო დღეებში მხარეებს შორის ინტენსიური კონტაქტები შედგა, კონტრაქტის გახანგრძლივება კი მიმდინარე სეზონშივე შეიძლება მოხდეს“, - წერს გამოცემა.

საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში ვინისიუსმა ნათლად მიანიშნა, რომ თავის მომავალს „რეალს“ უკავშირებს.

„აქამდე მძიმე შრომითა და თავდადებით მოვედი, კლუბში ყველასგან მხარდაჭერას ვგრძნობ - ეს ეხება როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებსა და პრეზიდენტს. მინდა, აქ დიდი ხნით დავრჩე და ისტორიის წერა გავაგრძელო“.

შეგახსენებთ, რომ მედიაში არაერთხელ დაიწერა ვინისიუსის მიმართ საუდის არაბეთის კლუბების ინტერესის თაობაზე. საუდელები ცდილობენ, კრიშტიანუ რონალდუსა და კარიმ ბენზემას შემდეგ „პრო ლიგაში“ „რეალის“ კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩაიყვნანონ - კერძოდ, არსებული ინფორმაციით, „ალ აჰლი“ ვინისიუსს მილიარდიან კონტრაქტს სთავაზობს.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსის ანგარიშზე „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში 20 გოლი და 14 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: შურისძიებას არ ვაპირებ... კლასიკოსთვის ვემზადებით, მბაპე მაქსიმუმს აკეთებს
ანჩელოტი: შურისძიებას არ ვაპირებ... კლასიკოსთვის ვემზადებით, მბაპე მაქსიმუმს აკეთებს