„პარტერში სახიფათოა, მაგრამ ყველას მარტივად ნებდება“ - თოფურიამ ოლივეირაზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ჯო როგანთან პოდკასტში ჩარლზ ოლივეირას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიელი მებრძოლი პატარა წინააღმდეგობის მიღებაზეც მარტივად ნებდება.
რას ამბობს თოფურია:
„ჩარლზ ოლივეირა მომწონს. რა თქმა უნდა, მიწაზე შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ მის დარტყმებში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ჩარლზი პარტერში სახიფათოა, მას UFC-ში ყველაზე მეტი საბმიშენი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის იმ ბიჭებს შორის ერთ-ერთია, რომელიც როცა გრძნობს რომ ძლიერი ხარ, სწრაფად ნებდება. ის არ მიეკუთვნება იმ მებრძოლთა კატეგორიას, რომლებიც გაჭირვების შემთხვევაში წინსვლას აგრძელებენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის წინ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი თავისი ნებით დათმო და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. „ლეგენდას“ ახალ წონაში პირველი ბრძოლა ჯერჯერობით, არ გაუმართავს, მედიაში კი აქტიურად იწერება მისი და ისლამის შესაძლო ჩხუბის შესახებ.