დე ბრუინმა „ვოლფსბურგის“ დატოვება გადაწყვიტა
Aa
Aa

დე ბრუინმა „ვოლფსბურგის“ დატოვება გადაწყვიტა

გერმანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვოლფსბურგის“ ბელგიელ შემტევ ნახევარმცველს, კევინ დე ბრუინს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი. მიუხედავად „ვოლფსბურგის“ მხრიდან ფეხბურთელის შენარჩუნების არაერთი მცდელობისა, როგორც ჩანს ახალგაზრდა ბელგიელი გერმანულ კლუბს მაინც დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინის შეძენა ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის“ სურს და სავარაუდოდ ფეხბურთელი კარიერას სწორედ მანჩესტერულ კლუბში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები