ბოლო ვინ არის? ბროზოვიჩს მსურველთა რიგი დაუდგა
Aa
Aa

ბოლო ვინ არის? ბროზოვიჩს მსურველთა რიგი დაუდგა

Football Italia-ს ცნობით, "ინტერის" ხორვატი ნახევარმცველის მარსელო ბროზოვიჩის გადაბირება "ევერტონსა" და "არსენალს" სურთ.

FCInterNews-ის ინფორმაციით, "ევერტონმა" და "არსენალმა" "ინტერის" ოფისში ოფიციალური შეთავაზებები უკვე გაგზავნეს.

წყაროს მტკიცებით, ლივერპულელები ხორვატი შაუხაზელის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა ეს მისი გამოსასყიდი თანხის მხოლოდ ნახევარია.

ბროზოვიჩს "სევილია" და "ვალენსიაც" ეპატიჟებიან, თუმცა ფეხბურთელისთვის პრემიერლიგა უფრო მიმზიდველია.

"ინტერს" მისი გაყიდვა პრობლემებს არ შეუქმნის, პირიქით, ლუჩანო სპალეტის ერთი მოთამაშის გასხვისება აუცილებლად ესაჭიროება, რადგან ფინანსური ფეარ-პლეის წესების გამო, "ნერაძურის" ტრანსფერების მხრივ შეზღუდვები აქვს.

ასე, რომ ბროზოვიჩის ტრანსფერი საკმაოდ რეალურია და მისი ახალი გუნდის შესახებ სულ მალე შევიტყობთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები