იასპერ სილესენი
Aa
Aa

მეტოქესთან შეჯახების შემდეგ, ლას-პალმასის მეკარეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

„ლას-პალმასის“ მეკარეს „სელტასთან“ მატჩის შემდეგ, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

თამაში 31 მარტს გაიმართა. იასპერ სელესენმა ტრავმა მეტოქე გუნდის თავდამსხმელთან, ბორხა იგლესიასთან შეჯახების შედეგად მიიღო და ის მატჩის 27-ე წუთზე შეცვალეს.

35 წლის ნიდერლანდელს ლაპაროსკოპიის მეთოდით, ოპერაცია წვრილ ნაწლავზე ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება ის მოედანზე.

სილესენი „ლას- პალმასში“ 2024 წლის ივლისიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 27 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაუშვა და 4 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რონალდუ შესაძლოა 1-2 თვით რეალში დაბრუნდეს
    რონალდუ შესაძლოა 1-2 თვით რეალში დაბრუნდეს