კეთილი იყოს შენი მობრძანება 30 ათასიანთა კლუბში - ლებრონის მორიგი უნიკალური შედეგი
Aa
Aa

კეთილი იყოს შენი მობრძანება 30 ათასიანთა კლუბში - ლებრონის მორიგი უნიკალური შედეგი

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის შეხვედრაში, "კლივლენდ კავალიერსმა" კიდევ მარცხი იწვნია, ამჯერად "სან ანტონიოსთან" - 102:114.

წაგების მიუხედავად, ლებრონ ჯეიმსისთვის ხსენებული მატჩი ისტორიული გამოდგა, რაგდან "მეფემ" 28 ქულა ჩააგდო და კარიერაში ქულების მხრივ 30 ათასიან ნიშნულს გადააბიჯა.

ის, ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც კარიერული 30 000-ზე მეტი ქულა, 7000-ზე მეტი გადაცემა და 7000 მეტი მოხსნა მოაგროვა.

NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეთა ხუთეული ასე გამოიყურება: 1) კარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387. 2) კარლ მელოუნი 36928. 3) კობი ბრაიანტი 33 643. 4) მაიკლ ჯორდანი 32 292. 5) უილტ ჩემბერლენი 31 419.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები