საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა  ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები - მარიამ ფროდიაშვილის, მარიამ აბრამიშვილისა და მარიამ მარშავას შემადგენლობით, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენებმა ფინალში თურქეთის ნაკრები ანგარიშით 16:12 დაამარცხეს.

საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები გასულ წელს ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. დღეს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც - გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.

გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა - მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით - მიიღო. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვარსკვლავური შემადგენლობით! - თბილისის გრანდ სლემზე ნაკრების განაცხადი ცნობილია
    ვარსკვლავური შემადგენლობით! - თბილისის გრანდ სლემზე ნაკრების განაცხადი ცნობილია