კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, რონალდო
Aa
Aa

ჩემთვის პირველზე ბრაზილიელი რონალდოა - ბენზემას პასუხი კრიშტიანუს

რამდენიმე კვირის წინ კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთ ცნობილ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მოურიდებლად აღნიშნა, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად საკუთარ თავს მიიჩნევს და სხვების მოსაზრებებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ ფრაზით ფრანგმა ფორვარდმა სავარაუდოდ თავის ყოფილ პორტუგალიელ თანაკლუბელს ირიბი მინიშნება გაუგზავნა და ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდის სიდიადეზე მცირეოდენ მაინც მის გასაღიზიანებლად ისაუბრა.

რას ამბობს ბენზემა

ამ თემასთან დაკავშირებით თითოეულს საკუთარი აზრი გააჩნია და სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს უაზრობად მიმაჩნია საუბარი იმაზე, თუ ვინ იყო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. თუ მაინც დაჟინებით მომთხოვთ არჩევანის გაკეთებას, მე ბრაზილიელ რონალდოს დავასახელებდი. როგორც მას, ასევე კრიშტიანუს უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვთ ნათამაშები და საკუთარი ისტორია გააჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ კარიერის უკანასკნელ წლებს კრიშტიანუ რონალდო და კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის ჩემპიონატში ატარებენ და პირველი მათგანი „ალ იტიჰადის“, მეორე კი „ალ-ნასრის“ ღირსებას იცავს. მათი დუელი განსაკუთრებით საინტერესო მიმდინარე სეზონშია, რადგან 16-16 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ლიდერები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემა: რეალი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია
ბენზემა: რეალი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია