Aa
Aa

"უნიკახაში" გადასვლის შემდეგ, შერმადინმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მატჩის MVP გახდა!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" უშუალო კონკურენტ "გრან კანარიას" უმასპინძლა და 94:87 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მალაგურ კლუბსი გადასვლის შემდეგ, თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შერმადინმა შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო, თუმცა პარკეტზე 26 წუთი გაატარა და 23 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.

სატურნირო ცხრილში "უნიკახა" "ბასკონიასთან" ერთად 10 მოგებითა და 7 მარცხით 5-6 ადგილებს იყოფს.

მალაგელები მომდევნო ტურის შეხვედრას 27 იანვარს, სტუმრად აუტსაიდერ "სან პაბლოსთან" ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები