UEFA ფინანსური "ფეარ პლეის" წესებს ამკაცრებს! სატრანსფერო ბაზარი მალე გაკონტროლდება
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სატრანსფერო ბაზარი უმართავი გახდა და კლუბები ფეხბურთელების სანაცვლოდ არარეალურ თანხებს იხდიან.
2017 წლის ზაფხულმა კი ბევრი დააფიქრა. ნეიმარის 222 მილიონად გაყიდვას, კილიან მბაპეს 180 მილიონიანი შეთანხმება მოჰყვა, რომელიც 2018 წლის ზაფხულში ოფიციალურ სახეს მიიღებს. ასევე, "ბარსელონამ 145 მილიონად უსმან დემბელე და 160 მილიონად ფელიპე კოუტინიო შეიძინა.
დღეს Le Parisien-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც UEFA ფინანსური "ფეარ პლეის" წესების განახლებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, UEFA-ს "ფეარ პლეის" წესების გამკაცრება პირველ რიგში "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" ქმედებების გამო სურს.
ხსენებულ საკითხზე კომიტეტის სხდომა 2018 წლის მარტში იგეგმება, სადაც იმსჯელებენ, თუ როგორ გააკონტროლონ კლუბების ხარჯები სატრანსფერო ბაზარზე.
პრესა ვარაუდობს, რომ ცლილების შემდეგ, შეძენილ და გაყიდულ მოთამაშეებს შორის თანხის სხვაობა 100 მილიონ ევროზე მეტი არ იქნება.
UEFA ასევე გეგმავს, რომ კლუბების მიერ აღებული ვალებიც გააკონტროლოს.