ხაბიბი თუ ისლამი - რას ამბობს დასტინ პორიე
დასტინ პორიემ UFC-ში ბოლო ორთაბრძოლა 2024 წლის ივნისში გამართა და ისლამ მახაჩევთან საბმიშენით დამარცხდა. მთლიანად კარიერის მანძილზე შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 30 შეხვედრიდან ამერიკელის ანგარიშზე 21 გამარჯვება და 9 მარცხია. მისთვის საუკეთესო 2019 წელი იყო, როდესაც მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მაქს ჰოლოუეის დამარცხებით მოიპოვა, თუმცა პირველივე დაცვაზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან წააგო და ჩემპიონობა დაკარგა.
იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მახაჩევის, ასევე ნურმაგომედოვის წინააღმდეგ აქვს ბრძოლა ჩატარებული, მისი მხრიდან ამ ორი დაღესტნელი მებრძოლის შედარება საინტერესო იყო.
რას ამბობს პორიე
ისლამსა და ხაბიბს ბრძოლის განსხვავებული და განსაკუთრებული სტილი გააჩნიათ. მახაჩევთან დაპირისპირების დროს მე მისი დარტყმების აცილება მოვახერხე, რაც ხაბიბთან ჩხუბში ვერ შევძელი. თითქოს ნურმაგომედოვი თავისი ტექნიკური არსენალის ხარჯზე უფრო გეგმაზომიერად და ცივსისხლიანად მოქმედებდა, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ისლამი დაუჯერებლად ძლიერი ჩემპიონია.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის პორიემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ზაფხულში ბოლო ბრძოლას გამართავს, რომლის ორგანიზების თაობაზე UFC-ის ხელმძღვანელები მასთან ბოლო დეტალებს ათანხმებენ.