დრეიმონდ გრინი
Aa
Aa

„მათი საქციელი ჩემთვის გაუგებარია“ – NBA-მ გრინი გააფრთხილა

„გოლდენ სტეიტის“ 34 წლის კალათბურთელი დრეიმონდ გრინი არც პარკეტზე და არც მის მიღმა სამაგალითო საქციელით არასდროს გამოირჩეოდა და როგორც ჩანს, ყოველივე ამის გამო, მის ქმედებებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ამის დასტურია თავად გრინის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომელმაც NBA-ს ოფიციალური პირების მხრიდან მისთვის გაგზავნილი გამაფრთხილებელი შინაარსის წერილის შესახებ მედიის წარმომადგენლებს დეტალურად უამბო.

რას ამბობს გრინი

როგორც უკვე გითხარით, მივიღე წერილი, სადაც ეწერა, რომ ბოლო მატჩებში განსაკუთრებული აგრესიით გამოვირჩევი, რის გამოც ვიღებ გაფრთხილებას და თუ მსგავს ქმედებებს არ შევწყვეტ, სერიოზული დისკვალიფიკაციით დავისჯები. რას ნიშნავს ეს? არ ვიცი. თუმცა, აშკარაა, როდესაც პარკეტზე მოტივირებული და მოსაგებად შემართული გავდივარ, ეს ზოგიერთებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ცნობისათვის, აგრესიული ქმედებების გამო, გრინი წარსულში არაერთხელ დაუსჯიათ. თავისი კარიერის განმავლობაში ის დისკვალიფიცირებული 6-ჯერ იყო, მათ შორის კი ყველაზე ხმაურიანი რუდი გობერთან და იუსუფ ნურკიჩთან მომხდარი კონფლიქტებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაიანტი ჯორდანზე მეტ შეკითხვას სვამდა - ყოფილი მწვრთნელი ლეგენდებზე
ბრაიანტი ჯორდანზე მეტ შეკითხვას სვამდა - ყოფილი მწვრთნელი ლეგენდებზე