თუ ანკალაევი ამას იზამს... - როგორია მოიკანოს პროგნოზი
9 მარტს, ლას ვეგასში UFC 313-ზე შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა ელით - ქვემძიმე წონაში საჩემპიონო ქამრის დაცვას ბრაზილიელი ალექს პერეირა რუს მაგომედ ანკალაევთან დაპირისპირებაში შეეცდება. მებრძოლებმა უკვე მოასწრეს ერთმანეთის წყობიდან გამოსაყვანად რეპლიკების გაცვლა.
თუმცა, მათ ჩხუბზე ასევე საინტერესოა UFC-ის სხვა წარმომადგენლების კომენტარებიც, რომელთა შორისაც ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ დუელზე კომენტარი გააკეთა, ცოტა ხნის წინ ისლამ მახაჩევთან დამარცხებული ბრაზილიელი რენატო მოიკანო გახლდათ.
„თუ ანკალაევი ბრძოლის დასაწყისიდან თეიქდაუნის შესრულებას არ შეეცდება, მაშინ პერეირას ძალიან იოლი დაპირისპირება ექნება. თუმცა, თუ რუსმა თეიქდაუნი თავიდანვე შეასრულა, ის ალექსის დაფინიშებას ამ შემთხვევაშიც ვერ შეძლებს და ჩემი თანამემამულე ქამარს აუცილებლად შეინარჩუნებს.
პერეირამ ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული 2023 წლის ნოემბერში ირჟი პროჰასკას დამარცხებით მოიპოვა, რის შემდეგაც ქამარი სამჯერ, ჯამაჰალ ჰილთან, იმავე პროჰასკთაან და ხალილ რაუნტრისთან ჩხუბში დაიცვა.