გიორგი ლორია
Aa
Aa

ლორიას კაპიტნობით | ომონია არადიპუმ 8-კაციანი პარალიმნი დაამარცხა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში „ომონია არადიპუმ’’ შინ „პარალიმნი’’ 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ლორიამ უკაპიტნა, ტრადიციულად ქართველმა მეკარემ სასტარტოში 90 წუთი ითამაშა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „პარალიმნიმ’’ შეხვედრა 8 ფეხბურთელით დაასრულა, არბიტრმა მეტოქეს სამი მოთამაშე მინდვრიდან გააძევა. პირველი გაძევება 1:0-ზე დაფიქსირდა. ცხადია, რიცხობრივი განსხვავება თამაშზე აისახა.

ამ სეზონში გიორგი ლორიას გუნდმა 17-დან მხოლოდ 3 შეხვედრა მოიგო. 17-ვე შეხვედრაში 38 წლის ლორია გუნდის კაპიტანი იყო. ასევე გეტყვით, რომ „ომონია არადიპუმ’’ ამ გამარჯვებით 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

14-გუნდიან ჩემპიონატში „ომონია არადიპუ'' 16 ქულით მე-10 ადგილზეა, გუნდის მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები