ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, იუნუს აკგუნი
Aa
Aa

კვარა თუ აკგუნი? - რა უპასუხა ოსიმენმა თურქ ჟურნალისტს

„გალათასარაის“ შემტევმა, ვიქტორ ოსიმენმა თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურში, „კაიზერსპორთან“ 5:1 გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია და ამჟამად მისი თანაგუნდელი, იუნუს აკგუნი შეადარა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელია უკეთესი, ოსიმენმა ასე უპასუხა: „ორივე კარგი ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი ამ დრომდე „ნაპოლის“ საკუთრებაა და „გალათასარაიში“ იჯარის წესით თამაშობს. ნიგერიელმა ფეხბურთელმა 2022/23 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იტალიის სერია A მოიგო, ქართულ-ნიგერიული დუეტი კი იმ სეზონში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვარა და ნერეში ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ...“ - რას ამბობს ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
    „კვარა და ნერეში ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ...“ - რას ამბობს ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი