Aa
Aa

"ბარსამ" რაფინია "ინტერს" შესთავაზა - ტრანსფერი ალბათობა დიდია

FC Inter News-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ მზადაა „ინტერს“ რაფინია ალკანტარა იჯარის წესით დაუთმოს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

რაფინიას „ინტერში“ გადასვლის შემდეგ, იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვა 18 მილიონ ევროდ შეეძლება, ასეთია „ბლაუგრანას“ პირობა.

„ბარსამ“ პირობები წარმოადგინა და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, კატალონიელები ბრაზილიელ ფეხბურთელს იტალიაში გაუშვებენ. „ინტერის“ პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის შეთანხმების საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს.

შეგახსენებთ, რომ რაფინიას თავისი ყოფილი გუნდი ვიგოს „სელტაც“ ეპატიჟებოდა და ერთი შეხედვით ამ ტრანსფერს წინ აღარაფერი ედგა.

საბოლოოდ, რაფინიას „ინტერში“ გადასვლა გაცილებით რეალურია, ვიდრე მისი „სელტაში“ დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები