ბოტაფოგო
Aa
Aa

29-წლიანი პაუზის შემდეგ - ბოტაფოგო ბრაზილიის ჩემპიონია

„ბოტაფოგომ“ ბრაზილიის ჩემპიონატის ოქროს მედლები 29-წლიანი პაუზის შემდეგ მესამედ მოიგო. სერია A-ს ბოლო, XXXVIII ტურში, პორტუგალიელი სპეციალისტის არტურ ჟორჟეს მომზადებულმა გუნდმა საკუთარ სტადიონზე „სან პაულუ“ 2:1 დაამარცხა და დიდი მოლოდინის შემდეგ ერთგული გულშემატკივრები გაახარა. „ბოტამ“ 79 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ „პალმეირასს“ 6 ქულით აჯობა.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით ვენესუელელი ჯეფერსონ სავერინო გახდა, რომელიც 7 საგოლე გადაცემით ასევე გამოირჩეოდა ასისტენტთა დავაშიც და ლიდერ „კორინთიანსის“ არგენტინელ ლეგიონერ როდრიგო გაროს მხოლოდ სამი პასით ჩამორჩა. „ბოტაფოგოს“ შემადგენლობაში თამაშობს ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი და სილვების ტყუპისცალი რაფაელი, რომელიც ადრე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა და „ატლანტაში“ საბა ლობჟანიძის ყოფილი თანაგუნდელი არგენტინელი ტიაგო ალმადა.

წლევანდელი წელი ამ კლუბისთვის ისტორიულია, რადგან რამდენიმე კვირის წინ „ატლეტიკო მინეიროს“ დამარცხებით ლიბერტადორესის თასი ისტორიაში პირველად მოიგო და 2025 წლის ზაფხულში გასამართი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქეები „პარი სენ-ჟერმენი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „სიეტლ საუნდერსი“ იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებში ლეგიონერები აღარ დამანახოთ“ - ბრაზილიის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება
„ნაკრებში ლეგიონერები აღარ დამანახოთ“ - ბრაზილიის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება