ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი | ჯგუფური ეტაპის წილისყრა
Aa
Aa

ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი | ჯგუფური ეტაპის წილისყრა

აშშ-ში, კერძოდ მაიამიში ფიფა-ს 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირი 2025 წელს, 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება და განახლებული ფორმატით, რომელშიც მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს, პირველად ჩატარდება.

A ჯგუფი: პალმეირასი, პორტუ, ალ-აჰლი, ინტერ მაიამი.

B ჯგუფი: პარი სენ-ჟერმენი, ატლეტიკო, ბოტაფოგო, სიეტლ საუნდერსი.

C ჯგუფი: ბაიერნი, ოკლენდ სიტი, ბოკა ხუნიორსი, ბენფიკა.

D ჯგუფი: ფლამენგო, ესპერანსი, ჩელსი, ლეონი.

E ჯგუფი: რივერ პლეიტი, ურავა, მონტერეი, ინტერი.

F ჯგუფი: ფლუმინენსე, დორტმუნდი, ულსან ჰიუნდაი, მამელოდი სანდაუნსი.

G ჯგუფი: სიტი, ვიდადი, ალ-აინი, იუვენტუსი.

H ჯგუფი: რეალი, ალ-ჰილალი, პაჩუკა, ზალცბურგი.

ცნობისთვის, ტურნირის გახსნით შეხვედრაში, ერთმანეთს „ალ-აჰლი“ და „ინტერ მაიამი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა მაიამიში მდებარე „ჰარდ როქ სთედიუმზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ყველაზე ცუდი ღამის კოშმარი ვარ“ | რა თქვა ევლოევმა თოფურიაზე
„მისი ყველაზე ცუდი ღამის კოშმარი ვარ“ | რა თქვა ევლოევმა თოფურიაზე