ვერდერი, ილონ მასკი
Aa
Aa

„სიძულვილის ენა და ტრანსფობია“ - ვერდერმა X-ი დატოვა

ბრემენის „ვერდერის“ ოფიციალურმა გვერდმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სოციალურ პლატფორმა X-ს (ტვიტერი) ტოვებენ.

„სანქტ პაულის“ შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილება „ვერდერმაც“ მიიღო და განცხადებაც გამოაქვეყნა.

„კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სოციალურ ქსელ X-ს დატოვებს. მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა პლატფორმა შეიძინა, სიძულვილის ენა, უმცირესობების სიძულვილი, მემარჯვენე ექსტრემისტული პოსტები და შეთქმულების თეორიები წარმოუდგენელი ტემპით გაიზარდა და ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ ხდება.

პლატფორმის რადიკალიზაციას ხელს უწყობს თავად ილონ მასკი და მისი პუბლიკაციები. სხვა საკითხებთან ერთად მან გამოხატა ტრანსფობიური, ანტისემიტური შეხედულებები და გაავრცელა შეთქმულების თეორიები. პლატფორმაზე სხვა თითქმის არაფერი ისჯება. პლატფორმა X-ის ალგორითმები და მმართველობა სრულიად გაუმჭვირვალეა. გარდა ამისა, ელონ მასკი ქსელს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, რაც ცოტა ხნის წინ აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს შენიშნეს.

ვერდერი აშკარად ეწინააღმდეგება სიძულვილს და მის გაღვივებას, დისკრიმინაციისა და სოციალური გარიყულობის წინააღმდეგ. კლუბი მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას და დემოკრატიას, საზოგადოებაში ერთიანობასა და სოლიდარობას.

ამიტომ, ვერდერი ტოვებს X-ს და იმედოვნებს, რომ 600000-ზე მეტი გამომწერიდან მომავალში ბევრი დარეგისტრირდება კლუბში Bluesky-ზე“,

- ნათქვამია „ვერდერის“ განცხადებაში.

გერმანული კლუბები ამ სიტუაციას აკვირდებიან, სწავლობენ და შესაძლოა მომავალში მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ რამდენიმე გუნდმა მიიღოს.

აქვე გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრობლემა ხელფასი არაა“ | Rai-ის ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე
„პრობლემა ხელფასი არაა“ | Rai-ის ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე