შერმადინის 9 ქულა "ვალენსიასთან" და მარცხი დრამატულ შეხვედრაში
ევროლიგაში მეორე წრე დაიწყო და თავისი მატჩი გამართა გიორგი შერმადინის "უნიკახამ", რომელიც შინ "ვალენსიასთან" დაძაბულ ბრძოლაში 83:85 დამარცხდა.
შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მან ჯამში პარკეტზე 15:40 წუთი გაატარა. ქართველი ცენტრის ანგარიძე 9 ქულა და 3 მოხსნა იყო.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 11 შეადგინა.
"უნიკახა" სატურნირო ცხრილში 16 ტურის შემდეგ, 7 მოგებითა და 9 მარცხით მეათზე პოზიციას იკავებს.
აქვე გეტყვით, რომ მეორე ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას "ბასკონია" დღეს, სტამბოლში "ფენერბაჰჩეს" ესტუმრება.