შენგელია "პანათინაიკოსში"?
ბერძნულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათენის „პანათინაიკოსს“ თორნიკე შენგელიას დამატება სურს.
ქართველი კალათბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და „ბასკონიას“ უდავო ლიდერი გახლავთ. იგი გასულ კვირას ევროლიგის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„პანათინაიკოსს“ ტრადიციულად მაღალი მიზნები აქვს - გუნდი ევროლიგაში 10 მოგებითა და 4 წაგებით, მე-3 ადგილზეა და ტიტულის ერთ-ერთი მაძიებელია.
თორნიკე შენგელია „ბასკონიას“ რიგებში 2014 წლიდან თამაშობს.