სტივ კერი: "სეზონის განმავლობაში ზაზა ჩვენი ძირითადი ცენტრი იქნება"
NBA-ს მორიგი ტურის მატჩში "გოლდენ სტეიტმა" "იუტას" უმასპინძლა და 126:101 დაამარცხა.
"უორიორზის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ერთთვიანი უქმობის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა.
ზაზამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მთლიანობაში 13:44 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, "უორიორზსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ ფაჩულიას შესახებ ისაუბრა.
"ზაზამ შესანიშნავად ითამაშა. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ჩვენი გუნდის სათამაშო სქემაში ჯდება. ფაჩულიამ დღეს ის გააკეთა, რაც შესანიშნავად გამოსდის. ის ნაკლებად შესამჩნევ, მაგრამ გუნდისთვის საჭირო საქმეს აკეთებს. სეზონის განმავლობაში ზაზა ჩვენი ძირითადი ცენტრი იქნება".
ოქროს შტატელებს დასავლეთ კონფერენციაში 28 გამარჯვება დაუგროვდათ და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
"გოლდენ სტეიტი" მომდევნო მატჩს 30 დეკემბერს შინ "შარლოტის" წინააღმდეგ გამართავს.