Aa
Aa

"ნიუ ორლეანის" გამარჯვება და რონდოს არანორმალური შედეგი - 25 პასი!

NBA-ს მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა "ნიუ ორლეანმა". საკუთარ მოედანზე "პელიკანსმა" "ბრუკლინ ნეთსს" უმასპინძლა და 128:133 დაამარცხა.

შეხვედრაში და კონკრეტულად მთელს ტურში, ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი რაჟან რონდოს მაჩვენებელი იყო, რომელმაც 25 პასი გააკეთა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

"პელიკანსის" ლიდერმა ენტონი დევისმა 33 ქულასთან ერთად 11 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა დემარკუს კაზენსმა - 27 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი.

აქვე გეტყვით, რომ NBA-ს ისტორიაში პასებს შორის რეკორდი სკოტ სკაილსს ეკუთვნის, რომელმაც ერთ შეხვედრაში 30 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

"პელიკანსი" დასავლეთ კონფერენციაში 18 მოგებითა და 16 მარცხით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები