ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

კარლსრუემ ისევ ვერ მოიგო | ზივზივაძის ზედიზედ მესამე უგოლო მატჩი

მეორე ბუნდესლიგის მე-8 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარსლრუემ“ „დარმშტადტს“ უმასპინძლა და ზედიზედ მესამე თამაშში ფრეს დასჯერდა.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა: მე-11 წუთზე „კარლსრუე“ წინ ძენის ბურნიჩმა გაიყვანა, თუმცა უკვე მე-15 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - თავი ისაკ ლიდბერგმა გამოიჩინა.

„კარლსრუემ“ მომენტების შექმნა გააგრძელა და მათმა მცდელობებმა შედეგი უკვე 28-ე წუთზე გამოიღო, როცა მასპინძლები ლეონ იენსენმა დააწინაურა.

პირველი ტაიმი „კარლსრუეს“ გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში ინიციატივა „დარმშტადტის“ ხელში გადავიდა და მათ ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი წინ გავიდნენ - გოლები კაი კლეფიშმა და ალექსანდარ ვუკოტიჩმა გაიტანეს. 77-ე წუთზე ფაბიან შლოიზენერმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს - ქართველ ფორვარდს საუკეთესო მატჩი არ ჰქონია. ბუდუმ 79 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 7,2-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, დრიბლინგის 2 წარმატებული მცდელობა, ბურთთან 18 შეხება, 10-დან 8 ზუსტად შესრულებული პასი, 1 საკვანძო პასი, 1 წარმატებული ჩაწოდება, 1 სახიფათო მომენტი, 5-დან 2 პოზიციური დუელის მოგება და 2 დაკარგული ბურთი.

8 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 16 ქულით მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ზივზივაძის გუნდი 20 ოქტომბერს, სტუმრად, „ულმის“ წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ალბანეთისა და უკრაინის წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფოფანა-ლაკაზეტის დუეტი შესანიშნავია - მიქაუტაძეს თადარიგში ელიან
ფოფანა-ლაკაზეტის დუეტი შესანიშნავია - მიქაუტაძეს თადარიგში ელიან