"გოლდენ სტეიტის" 11 მატჩიანი მოგებათა სერია "დენვერმა" დაასრულა!
გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.
მთავარი სენსაცია ოკლენდში დაფიქსირდა, სადაც "გოლდენ სტეიტმა" "დენვერთან" 81:96 წააგო.
აღნიშნულ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. "უორიორსმა" 2014 წლის შემდეგ, პირველად სამქულიანები ყველაზე ცუდი პროცენტით ისროლა.
ოკლენდელებმა სამიანი 27-ჯერ ესროლეს, რომელთაგან კალათში მხოლოდ 3 ჩავარდა.
კევინ დურანტმა 5 სროლიდან ყველა ააცილა. კლეი ტომპსონმა კი 10-დან მხოლოდ ერთი ჩააგდო.
"კეიდის" მონაგარი ასეტი იყო - 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა.
"დენვერელთა" შემადგენლობაში ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა - 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 გადაცემა.
აქვე გეტყვით, რომ ზაზა ფაჩულიასა და სტეფ კარის ტრავმების გამო კვლავ არ უთამაშიათ.
"გოლდენ სტეიტმა" ამ მარცხის შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობა "ჰიუსტონს" დაუთმო.
სხვა შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:
“ტორონტო” – “ფილადელფია” 102:86
“შარლოტ ჰორნეტსი” – “მილოუკი” 111:106
“ინდიანა” – “ბრუკლინი” 123:119
“ვაშინგტონი” – “ორლანდო” 130:103
“ატლანტა” – “დალასი” 112:107
“ბოსტონი” – “ჩიკაგო” 117:92
“მემფისი” – “კლიპერსი” 115:112
“მაიამი” – “ნიუ ორლეანი” 94:109
“იუტა” – “ოკლაჰომა” 89:103
“ფინიქსი” – “მინესოტა” 106:115
“ლეიკერსი” – “პორტლენდი” 92:95
“საკრამენტო” – “სან ანტონიო” 99:108