Aa
Aa

როგორც მოსალოდნელი იყო - თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის MVP!

ევროლიგის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშე, ანუ MVP "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია და მოსკოვის "ცსკა"-ს წევრი კორი ჰიგინსი გახდნენ.

ხსენებულ ინფორმაციას ევროლიგის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

გასულ ტურში ისე დაემთხვა, რომ შენგელიასა და ჰიგინსის მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 აღმოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა "ბარსელონასთან" 29 წუთში 24 ქულა ჩააგდო, რასაც 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება დაუმატა.

ჰიგინსმა კი "ხიმკის" წინააღმდეგ 26 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააფიქსირა.

ასევე, აღნიშვნის ღირსია შენგელიას სამქულიანების კარგი სიზუსტეც - თორნიკემ 6-დან 4 სამიანი კალათში მოათავსა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები