NBA ALL-STAR- ის ხმის მიცემა დაიწყო
დღეს 22 დეკემბერს NBA ALL-STAR 2018 -ის ხმის მიცემა დაიწყო.
გასული წლებისგან განსხვავებით „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.
ამჯერად დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდების მოთამაშეებს ორი კაპიტანი აარჩევს. ისინი გუნდებს გულშემატკივრების, თავად კალათბურთელებისა და სპორტული ჟურნალისტების მიერ ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილ მოთამაშეებს დააკომპლექტებენ. კაპიტნები კი ხმების მიხედვით დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები იქნებიან.
31 დეკემბერს, 4, 11, 12 და 15 იანვარს გულშემატკივარს ხმის მიცემის საშუალება 2-ჯერ ექნება. ამ დღეებში არჩევანის 2-ჯერ დასაფიქსირებლად ხმის მიცემა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ან NBA APP-ის მეშვეობით იქნება საჭირო. სხვა დღეებში ხმის მიცემა (მხოლოდ ერთხელ) სოციალურ ქსელშიც (#NBAVote Zaza Pachulia) იქნება შესაძლებელი.
სასტარტო ხუთეულთა და კაპიტანთა ვინაობა ცნობილი 15 იანვარს გახდება, რეზერვთა და მთავარ მწვრთნელთა ვინაობა 23 იანვარს გამოვლინდება, გუნდების სრულ შემადგენლობას კი 25 იანვარს გავიგებთ.
NBA ALL-STAR 2018 18 თებერვალს, ლოს ანჯელესში, "სტეიპლს ცენტრში" გაიმართება.