ზურიკო დავითაშვილი, უსმანე დემბელე
Aa
Aa

დემბელე, ჰოიბერგი, დავითაშვილი - ქართველის დიდი აღიარება საფრანგეთში

L’equipe-ს ვერსიით, „სენტ-ეტიენის’’ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მასთან ერთად 11-ეულში უსმანე დემბელე (პსჟ), ნილ მოპე (მარსელი), დენის ზაქარია (მონაკო) და პიერ-ემილ ჰოიბერგი (მარსელი) მოხვდნენ.

საწყის სამ ტურში წარუმატებელი თამაშის შემდეგ „სენტ-ეტიენმა’’ „ლილი’’ დაამარცხა. დავითაშვილის აქტივში საგოლე პასია. ზოგადად, ზურიკო ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მოულოდნელი არაა, რომ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ასეთი თამაში და ასეთი ავტორიტეტული გამოცემის მხრიდან აღიარება ქართველი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, მისი ცნობადობა და ავტორიტეტი იზრდება, ტოპ ლიგაში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ ოთხივე მატჩი სასტარტოში დაიწყო, 4-დან სამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, მხოლოდ მეორე ტურში „ლე ავრთან'' შეცვალეს.

ასევე გეტყვით, რომ ფრანგულ 90football-თან ინტერვიუში ზურიკო დავითაშვილის შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, ჟაკ ეკომიმ და გაეტან პუსენმა ისაუბრეს, მათ ზურიკოს პროფესიონალიზმს ხაზი გაუსვეს (იხილეთ ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სულ შრომობდა და არასდროს ისვენებდა - რას ამბობენ ყოფილი გუნდელები ზურიკოზე
სულ შრომობდა და არასდროს ისვენებდა - რას ამბობენ ყოფილი გუნდელები ზურიკოზე