მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მზად ვარ ჩემი ქვეყნისთვის მოვკვდე - დვალიშვილი ჩემპიონობის შემდეგ

UFC-ში, სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია, რომელმაც სატიტულო შეხვედრაში შონ ომალი გაანადგურა. გამარჯვების შემდეგ მერაბი მედიას ესაუბრა.

მერაბ დვალიშვილი: „როცა ქამარი გავიკეთე, ეს ძალიან ემოციური იყო. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა. უნდა ნახოთ, როგორ ვიზეიმებ ჩემპიონობას ქართველებთან ერთად.

12 წელი ვმუშაობდი იმისთვის, რომ ეს გამეკეთებინა. დანა უაითს პატივს ვცემ, მიყვარს, მინდა ვესაუბრო. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ახლოს არ ვიცნობ. პატივს ვცემ, რომ ასეთი კარგი ორგანიზაცია აქვს. დანას პატივს ვცემ, აღმომაჩინა და შანსი მომცა, ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, მე ისევ მუშა ვარ. ომალი ფიქრობდა, რომ საუკეთესო იყო, მაგრამ აქ ვინმეზე უკეთესი არავინაა. ყველას პატივი უნდა სცე.

ჩემთვის ადვილი, ნორმალური დღე იყო. ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ყველგან დავდივარ, ხალხს ვხედავ, მომენტებს ყველასთან ერთად ვიზიარებ, სხვებისთვის შთაგომების წყარო ვარ. ამავე დროს, ვარჯიშის ვაგრძელებ იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე.

მე ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო მაძლევს ყველა ძალას, ყველა მოტივაციას და ამიტომ ვარ მაგარი მებრძოლი. ამიტომ ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი ქვეყნისთვის ყველაფრისთვის მზად ვარ, სიკვდილისთვის მზად ვარ.

ახლა ჩემპიონი ვარ და ამ ემოციებს ჩემს სამშობლოში ქართველებთან ერთად გავიზიარებ’’.

შეგახსენებთ, სატიტულო ბრძოლის ხუთივე რაუნდი მერაბ დვალიშვილის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, ქართველი მებრძოლი ძალიან აქტიური იყო, პირველ რაუნდში ომალი პარტერში ორჯერ გაიყვანა და მას არაერთი დარტყმა მიაყენა. მერაბის უპირატესობა მეორე რაუნდშიც ძალიან აშკარა იყო, მეტოქე პარტერში კიდევ ერთხელ გადაიყვანა. მესამე რაუნდში პარტერში არ გაუყვანია, თუმცა ქართველის დომინირება გაგრძელდა. ქართველმა ჩემპიონმა შონ ომალის პარტერში გაყვანა მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც მოახერხა. მოკლედ, მერაბი თავდაჯერებასა და ბრძოლისუნარიანობას ავლენდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, კითხვის ნიშნები არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები