Aa
Aa

"ჰიუსტონს" ლოს ანჯელესში ჰარდენის 51-მა ქულამ ვერ უშველა

გამთენიისას NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა "სტეიპლს სენთერში" გამართული დაპირისპირება.

ლოს ანჯელესში „ლეიკერსმა“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და ტეხასელთა 12 მატჩიანი მოეგაბათა სერია შეწყვიტა - 122:116

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს ჰარდენმა მორიგი სუპერ მატჩი ჩაატარა 51 ქულა, 3 მოხსნა, 9 პასი ჰქონდა, „ჰიუსტონმა“ შეხვედრა მაინც დათმო.

„ლეიკერსმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და მათი გამარჯვების მთავარი განმაპირობებელიც სწორედ ეს იყო. მასპინძელთა 6 მოთამაშის ანგარიშზე 10+ ქულა იყო.

ლუკ უოლტონის გუნდიდან ყველაზე გამორჩეული კაილ კუზმა იყო, რომელმაც 38 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

მარცხის მიუხედავად „ჰიუსტონმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები