მოურინიო: „არსენალი“ თავს 10 კაცით იცავდა
Aa
Aa

მოურინიო: „არსენალი“ თავს 10 კაცით იცავდა

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მიუხედავად მარცხისა, მისი გუნდი უკეთესი იყო ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში.

ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. ვფლობდით ინიციატივას და ვაკონტროლებდით თამაშს. "არსენალი" ათი კაცით იცავდა თავს, ყველას საჯარიმო ხაზთან აყენებდა და მოქმედებდა საკმაოდ ორგანიზებულად. ვულოცავ მათ. მოწინააღმდეგეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა კონტრშეტევებზე, მაგრამ ჩვენ საკუთარი შანსები ორგანიზებული თამაშით შევქმენით. მათ აქცენტი ტაქტიკაზე გააკეთეს და გოლი არაფრისგან შეაგდეს. ამ სეზონში „პრემიერლიგის“ მოგება გაცილებით რთული იქნება. თუმცა, სხვა გუნდები ხარჯავენ მილიონებს და დიდ ძალებს სატრანსფერო ბაზარზე, ჩვენ კი ისეთები ვართ, როგორიც შარშან ვიყავით. ვეცდებით, ვიბრძოლოთ ასეთ სიტუაციაში", – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ არისტოკრატებმაუემბლიზე“ ინგლისის სუპერთასის მატჩი, „არსენალის“ წინააღმდეგ 0:1 დათმეს. ხოლო მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა და ფრანგმა სპეციალისტებმა ერთმანეთს ხელიც კი არ ჩამოართვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები