ტომაშ როსიცკი ფეხბურთიდან წავიდა
ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა - ტომაშ როსიცკიმ, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
37 წლის როსიცკი, ბოლო მშობლიურ პრაღის „სპარტაში“ ასპარეზობდა, რომლის რიგებშიც 2016 წელს ლონდონის „არსენალიდან“ გადავიდა.
როსიცკიმ „მეთოფეთა“ რიგებში 2006-დან 2016 წლამდე ითამაშა და გუნდთან ერთად 2-ჯერ FA CUP და ერთხელ ქომუნითი შილდი მოიგო.
ტომაშ როსიცკი, ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში 2000-2016 წლებში გამოდიოდა და ეროვნული გუნდის ფორმით 105-ჯერ ითამაშა.