Aa
Aa

"ლეიკერსმა" 8 და 24 ნომრები გააუქმა - კობის კიდევ ერთი დაფასება

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“, კობი ბრაიანტის ყოფილი ნომრები - 8 და 24, სამუდამოდ გააუქმა.

ამ ფაქტის აღმნიშვნელი სპეციალური ცერემონია, „სტეიპლ ცენტრში“ გუშინ, „ლეიკერსი“-„გოლდენ სტეიტის“ მატჩის შესვენებისას გაიმართა.

ბრაიანტი ცერემონიას ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

კობი ბრაიანტმა საკალათბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა.

იგი NBA-ს ისტორიაში, საუკეთესო მექულეებს შორის მე-3 ადგილზეა. „შავი მამბას“ ანგარიშზე, 33643 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები