კილიან მბაპე, ხოსე მარია გუტი
Aa
Aa

„პენალტი მას უნდა დაერტყა“ - გუტი მბაპეს აკრიტიკებს

ესპანეთის ლა ლიგის წლევანდელ სეზონში უკვე სამი ტური მიიწურა, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავური ახალწვეული კილიან მბაპე კი გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს და ერთი გოლიც კი არ გაუტანია. სულ ბოლოს მისგან პრიმერაში სადებიუტო ბურთის შეგდებას გუშინ, „ლას პალმასთან“ მატჩში ელოდნენ, მაგრამ ფრანგ ფორვარდს ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა თერთმეტმეტრიანის შესრულება არ დაუთმო. საფრანგეთის ნაკრების 25 წლის კაპიტანს კრიტიკოსები აქამდეც არ აკლდა, ამჯერად კი მას სითამამე და გამბედაობა სამეფო კლუბის ყოფილმა ნახევარმცველმა ხოსე მარია გუტიმ დაუწუნა.

რა თქვა გუტიმ

ვულოცავ ვინისიუსს 11-მეტრიანის გატანას და მორიგ გოლს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პენალტი კილიან მბაპეს უნდა დაერტყა. როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი რთულ დროებას განიცდის და უგოლოდაა, მისთვის ასეთი საშუალება ფსიქოლოგიურად უდიდესი მუხტის მიმცემია.

კილიანს მოვუწოდებ, რომ უფრო მეტად თამამი გახდეს და მეტი გამბედაობა გამოიჩინოს. ერთ პარალელს გავავლებ, კრიშტიანუ რონალდოს როდესმე ვინმეს პენალტის დარტყმას დაუთმობდა? თუნდაც „რეალში“ 15 დღის მოსული ყოფილიყო?!

ესპანეთის ჩემპიონატის სამ შეხვედრაში მბაპემ 266 წუთი ითამაშა, კარისკენ 17-ჯერ დაარტყა და თავი გოლით არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “არ ვფიქრობ, რომ მბაპემ ფლანგზე უნდა ითამაშოს“
ანჩელოტი: “არ ვფიქრობ, რომ მბაპემ ფლანგზე უნდა ითამაშოს“