მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი, ენდრიკი, როდრიგო, ბრაჰიმ დიასი
Aa
Aa

მბაპე ყოველ კვირას გმირი ვერ იქნება - რეალის სკამი სიმშვიდის საფუძველია

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალმა ლა ლიგა მძიმედ დაიწყო, სამეფო კლუბის სათადარიგოთა სკამი ნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია..

ვალიადოლიდთან მატჩში კილიან მბაპეს არაფერი გამოუვიდა და როდესაც ის კარლო ანჩელოტიმ შეცვალა, რეალის გულშემატკივრებს თავაზიანად დაუკრა ტაში და მოედანი დატოვა..

კილიანის გასვლიდან სულ მალე ბრაჰიმ დიასმა მადრიდელი ქომაგი გაახარა და სანტიაგო ბერნაბეუ ახმაურდა.. ანგარიში 2:0 გახდა.. კიდევ 7 წუთი და ამჯერად მთელი სტადიონი ენდრიკმა აახმაურა - 3:0..

თამაში დასრულდა.. რეალმა ლა ლიგაში პირველი მატჩი მოიგო.. „ვინ არის მბაპე?“

ეს იყო რეალის მატჩის ისტორია გასულ კვირას.. მთავარი სუპერვარსკვლავი კიდევ ერთხელ დაიკარგა და ლა ლიგის ორ მატჩში გოლი არ აქვს გატანილი..

ხანდახან ფეხბურთი უსამართლო სპორტია.. საერთო ჯამში, გამარჯვება იშვიათად ეწერებათ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის წევრები არ არიან. ბრაჰიმ დიასი ამის შესანიშნავი მაგალითია.. მას ბევრად მეტი დაფასება სჭირდება..

და ისევ მბაპე..

მალიორკასთან ჩაგდებული მატჩის შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ მბაპე ვალიადოლიდს გადაურბენდა. ეს გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, რადგან კილიანი საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ ექვსჯერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი, თანაც იმ პირობებში, რომ მის გვერდით ნეიმარი და ლიონელ მესი თამაშობდნენ..

ჯერჯერობით ეს ლა ლიგაში არც ისე მარტივი ჩანს, რადგან ფრანგ სუპერვარსკვლავს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე უწევს თამაში, მარცხნივ კი ვინისიუსი დგას..

საერთო პრობლემას როდრიგოს და ბელნგემის ფაქტორიც ქმნის. რეალურად, როდრიგო მადრიდულ გრანდში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოიაზრება, მაგრამ მისთვის ყველაზე კომფორტული მარცხენა ფლანგია. რაც შეეხება ბელინგემს, ინგლისელი მოედნის ყველა ნაწილში გვხვდება, მაგრამ მისი კომფორტის ზონაც სიღრმეში მარცხენა მხარეა..

და ასეც მოხდა.. მალიორკასთან მატჩში ნათლად გამოჩნდა ეს პრობლემა. ოთხივე ფეხბურთელი რამდენჯერმე აღმოჩნდა მარცხენა ფლანგზე და ვერცერთმა მათგანმა ვერ იპოვა სივრცე.. შემდეგ ჯუდმა ტრავმა მიიღო და 1 ადგილი გათავისუფლდა, თუმცა ვალიადოლიდთან მატჩშიც ნათლად შეინიშნებოდა მარცხენა ფლანგზე შეჯგუფების პრობლემა..

სამეფო კლუბში მბაპე ვერ სარგებლობს ისეთი თავისუფლებით, როგორიც პარიზში ჰქონდა.. დღემდე მან 8-ჯერ დაარტყი კარში და ზუსტი 5 აღმოჩნდა. პარი შენ ჟერმენში, თითო მატჩში ის საშუალოდ 5-ჯერ არტყამდა.. მადრიდში მისი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და კილიანი დამაგვირგვინებელ ფაზაში არც ისე ცივსისხლიანია..

დამნაშავე მხოლოდ მბაპე არ არის.. არც ვინისიუსი და როდრიგო ბრწყინავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მალიორკას ეფექტური გოლი გაუტანა.. მაგალითად, ვალიადოლიდთან როდრიგომ ხელსაყრელ მომენტში ისეთი ცუდი პასი გააკეთა, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს..

ვალიადოლიდთან გარდატეხა ფედე ვალვერდემ შეიტანა, რომელმაც ყუმბარისებული დარტყმით ანგარიში გახსნა. ტრიო კი კვლავ უგოლოდ დარჩა..

როდესაც რაღაცის შეცვლა გახდა საჭირო, ანჩელოტიმ გახედა სათადარიგოთა სკამს, სადაც პირველი ლუკა მოდრიჩი დაინახა, რომელმაც არდა გიულერი შეცვალა.. მას მოყვა ბრაჰიმ დიასი და სულ ბოლოს, 86-ე წუთზე ენდრიკი..

ხორვატმა ნახევარმცველმა კონტროლის დამყარებას შეუწყო ხელი, ხოლო ენდრიკმა და დიასმა ვალიადოლიდს ეფექტური გოლები გაუტანეს.


სათადარიგოთა სკამი

სამეფო კლუბის სათადარიგოთა სკამის დიაპაზონი არის ნამდვილი ფუფუნება, რომელიც ძალიან ცოტა გუნდს აქვს.. შეიძლება ითქვას, იქ ზოგიერთი საერთოდ არ უნდა იჯდეს.. ლუკა მოდრიჩი ნებისმიერ სხვა ევროპულ ან არაბულ გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნებოდა. კარლო ანჩელოტი მისგან სისხლის ბოლო წვეთებს იღებს და 30 წუთში საქმეს ბრწყინვალედ აკეთებინებს..

ბრაჰიმ დიასი? ის მილანის ლიდერი იყო, რომელიც ლოს ბლანკოსში, მსგავსად მოდრიჩისა, 30-40 წუთს თამაშობს. მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურდა, მაგრამ რეალის ერთგული დარჩა.. ლა ლიგის გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ლაიპციგს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა..

ბოლოს კი ენდრიკი გვახსენდება. ჯერ არავინ იცის, რამდენად კარგი შეიძლება იყოს.. ბრაზილიელი თავის შანსს აუცილებლად მიიღებს. ის გოლზე დაგეშილი ფეხბურთელია..

განსხვავების შექმნა..

ამდენი ვარიანტის ქონა ანჩელოტისთვის ფასდაუდებელი იქნება. ენდრიკი, დიასი, მოდრიჩი, კამავინგა, რომელიც ახლა ტრავმირებულია.. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან..

ეს ზუსტად ის არის, რაც კარლოს სჭირდება. ის სარგებლობს იმით, რომ მისი გუნდის უმეტესი ფეხბურთელი მსოფლიო დონისაა და დიდი არჩევანი აქვს.. 3 საიმედო შემცვლელის ყოლა ნებისმიერ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.. ასეთი ფუფუნება ბევრ გუნდს არ აქვს..

საფეხბურთო ისტორიაში დიდი წარმატების მიღწევა ყოველთვის ასოცირდება მყარ სათადარიგოთა სკამზე.. ამის ნათელი მაგალითი 2016/2017 წლების მადრიდის რეალია. ზინედინ ზიდანს ფაქტობრივად ორი შემადგენლობა ჰყავდა და როდესაც სეზონის გადამწყვეტი ნაწილი დადგა, ლა ლიგაში სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები ხშირად თამაშობდნენ, ხოლო ლიგაზე ძირითადის..

საბოლოო ჯამში, მიუხედავად რეალის მძიმე სტარტისა, ღრმა შემადგენლობა ბლანკოსის გულშემატკივრებს სიმშვიდის საფუძველს უნდა აძლევდეს..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენ-ჰაზიმა! ანუ „მარცხის შვილი“ - რა დაემართა ბენზემას არაბეთში
ბენ-ჰაზიმა! ანუ „მარცხის შვილი“ - რა დაემართა ბენზემას არაბეთში