ხვიჩა კვარაცხელია, მასიმო მაურო
Aa
Aa

„მსაჯებთან ნაკლები ისაუბროს და ლიდერი გახდება“ - ნაპოლის ვეტერანი ფეხბურთელი კვარაზე

„ნაპოლის“ თითოეული მატჩის მსვლელობისას, Canale 5-ის ტელევიზიის ხელმძღვანელები სტუმრად პარტენოპეის ვეტერან ფეხბურთელებს იწვევენ და ამა თუ იმ მოთამაშის ასპარეზობის თაობაზე კომენტარის გაკეთებას სთხოვენ. ამჯერად გადაცემა „პრესინგის“ სტუმარი 90-იანი წლების „ნაპოლის“ ნახევარმცველი მასიმო მაურო იყო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

რას ამბობს მაურო კვარაზე

თუ კვარაცხელია ჯანმრთელად არის და ასპროცენტინ მზადყოფნაშია, მას ნებისმიერ პოზიციაზე უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია, რადგან მოედნის საოცარი ხედვა აქვს.

თქვენ დაინახეთ ბურთის ტრაექტორია მის მიერ დი ლორენცოზე გაკეთებული პასის დროს? ვერც მე დავინახე, რადგან ეს მოულოდნელი იყო და ამას ვერ ისწავლი.

ყველანაირი საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ ხვიჩა გუნდის ლიდერი გახდეს, ოღონდ კარგი იქნება, თუ არბიტრებთან ლაპარაკს მოუკლებს, რადგან ეს არც მისთვის და არც კლუბისთვის არანაირი სარგებლის მომტანი არ არის.

ორი ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 6 ქულა აქვს სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები შაბათს, 31 აგვისტოს „სტადიო მარადონაზე“ „პარმასთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: კვარათი ბედნიერი ვარ, თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია
კონტე: კვარათი ბედნიერი ვარ, თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია