დილა, იბერია 1999
Aa
Aa

დილამ ტორპედოს განადგურებით ლიდერობა განიმტკიცა - თბილისის დერბი იბერიამ მოიგო

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას „შენგელია არენამ“ უმასპინძლა. თამაშამდე „ტორპედო„ „დილას“ 3 ქულით ჩამორჩებოდა და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერ გორელებს გაუთანაბრდებოდა, თუმცა ქუთაისელებმა ნამდვილი კრახი განიცადეს და 1:5 დამარცხდნენ. გამარჯვებულებს შორის თითო ბურთი შოთა შეყილაძემ, აბუბაქარ კონტემ, ტაირელ ვაუტერმა და ზურაბ რუხაძემ გაიტანეს, ერთ შემთხვევაში კი მასპინძლების კაპიტნის, მერაბ გიგაურის ავტოგოლი დაფიქსირდა. „ტორპედოს“ მხრიდან ერთადერთი გოლი ბიორნ იონსენის ანგარიშზეა.

კომფორტული უპირატესობით გაიმარჯვა თბილისის დერბიში „იბერიამ“, რომელმაც „პეტრიაშვილი არენაზე“ „დინამოს“ 3:0 მოუგო. ორი წამყვანი ფეხბურთელის, საბა მამაცაშვილისა და შოთა ნონიკაშვილის წასვლის მიუხედავად, ლევან კორღალიძის გაწვრთნილ გუნდს დასუსტებისა არაფერი ეტყობოდა და თანაქალაქელებს შანსი არ დაუტოვა. დუბლი შეიკნე სილამ შეასრულა, ერთი გოლი პენალტით გიორგი კოხრეიძის ანგარიშზეა.

მომდევნო, 23-ე ტურში „იბერია“ გორში ჩავა და ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ „დილასთან“ ითამაშებს, თბილისის „დინამო“ გათამაშების აუტსაიდერ „სამტრედიას“ მიიღებს, ხოლო „ტორპედო“ სტუმრად „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები