უოლკოტი ზამთარში შესაძლოა
Aa
Aa

უოლკოტი ზამთარში შესაძლოა "ვალენსიაში" გადავიდეს

Gol Digital-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "არსენალის" ინგლისელი გარემარბი თეო უოლკოტი იანვარში შესაძლოა "ვალენსიაში" ვიხილოთ.

28 წლის შემტევს "მეთოფეებში" ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ის გუნდისა და გარემოს გამოცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

"ვალენსია", რომელიც წლევანდელ სეზონს ლა ლიგაში შესანიშნავად ატარებს და მე-2 პოზიციაზეც იმყოფება, იანვრისთვის ტრანსფერებს გეგმავს, რადგან "ღამურებს" არც თუ ისე ღრმა შემადგენლობა ჰყავთ.

"მესტალიას" ბინადრებისთვის უოლკოტის კანდიდატურა იდეალურია, რადგან ის მათ სათამაშო სტილში ერთი-ერთში ჯდება.

თეოს მიმართ ინტერესს "ვესტ ჰემიც" იჩენს, რომელსაც ზამთრისთვის ასევე დიდი გეგმები აქვს და "არსენალიდან" ჟირუ-უოლკოტის დუეტის გადმობირება სურს.

შეგახსენებთ, რომ თეო უოლკოტი "მეთოფეების" ღირსებას 2006 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 394 შეხვედრაში 108 გოლი და 76 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები