ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქეა!
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, 21 წლის ბექა ვაჩიბერაძეს, საქართველოს პასპორტი გადაეცა.
ბექა ვაჩიბერაძე, ჩვენს ქვეყანაშია დაბადებული და აქვე გაიზარდა, თუმცა შემდეგ დონეცკის "შახტარის" აკადემიაში გადავიდა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშა.
როცა საქმე ეროვნული გუნდის არჩევაზე მიდგა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მშობლიური ქვეყანა არჩია და მისი მოქალაქეობაც დაიბრუნა.
ვაჩიბერაძე, ბოლოს სევილიურ "ბეტისში" ირიცხებოდა, თუმცა კლუბის დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.