ჩაკვეტაძის შედევრი - უოტფორდმა მილუოლი დაამარცხა
ინგლისის ჩემპიონშიფის პირველ ტურში უოტფორდი მილუოლს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ანგარიში 22-ე წუთზე კაიუემბემ გახსნა და უოტფორდი დაწინაურდა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა 55-ე წუთზე მილუოლის კართან ჯარიმა დაინიშნა.
ბურთთან გიორგი ჩაკვეტაძე მივიდა, რომელიც მიმდინარე სეზონში ახალი ნომრით(8) თამაშობს. ქართველმა ფეხბურთელმა ჯარიმა იდეალურად შეასრულა და უოტფორდი 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა.
მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. 74-ე და 88-ე წუთებზე ვატერმორმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა ზუსტად 2 წუთში რაიოვიჩმა გაისროლა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:2 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდში მეორე გოლი გაიტანა. შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტოკ სიტის უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა 17 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.