ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

აიღებს თუ არა 7 ნომერს - კვარაცხელიას დილემა

წლევანდელ საფეხბურთო სეზონს „ნაპოლი“ დღეს „მოდენასთან“ იტალიის თასზე გასამართი შეხვედრით დაიწყებს და ბუნებრივია, ძალიან საინტერესო იქნება ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ფორმაციის პარტენოპეის ხილვა პირველ ოფიციალურ შეხვედრაში. თუმცა, ავტორიტეტულმა გამოცემა Goal.com-მა ამაზე უფრო მეტი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასა და მის სათამაშო ნომერზე გაამახვილა.

რას წერენ კვარაზე

წინა სეზონებში 7 ნომერი, ანუ ის ციფრი, რითაც კვარა საქართველოს ნაკრებში გამოირჩეოდა, დაკავებული იყო, ახლა კი არჩევანის საშუალება ეძლევა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ქართველი, რომელიც ჯერჯერობით „მოდენასთან“ სამატჩო განაცხადში ისევ 77-ე ნომრით არის შეყვანილი, თუმცა სერია A-ს სტარტამდე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

ნეაპოლში როგორიც 10-იანს ჰქონდა დიეგო მარადონას ფაქტორიდან გამომდინარე, 7 ნომერს ასეთი განსაკუთრებული დატვირთვა ნამდვილად არასოდეს არ ჰქონია. თუმცა, მას ატარებდნენ ისეთი კარგი ფეხბურთელები, როგორებიც ხოსე მარია კალეხონი, ედინსონ კავანი და ესეკილ ლავეცი იყვნენ.

„მოდენასთან“ სათასო მატჩიდან ერთ კვირაში, უკვე სერია A-ს პირველი  ტურის შეხვედრებია ჩანიშნული, „ნაპოლი“ კი გათამაშებას სტუმრად „ვერონასთან“ შეხვედრით დაიწყებს, რომლის კარშიც ხვიჩას 2022 წლის ზაფხულში კალჩოში თავისი სადებიუტო ბურთი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები