ნეაპოლში ტაქსით დაბრუნდა | ოსიმენი მოდენასთან არ ითამაშებს?
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მოდუნომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. 10 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:15-ზე, „პარტენოპეი“ ახალ სეზონს ოფიციალურად ხსნის და დიდი ალბათობით, ფონს გასვლა ვიქტორ ოსიმენის გარეშე მოუწევს.
„ოსიმენი მოდენასთან მატჩისთვის გამოძახებულიც კი არაა. მან კასტელ დი სანგრო გუნდთან ერთად, ავტობუსით კი არ დატოვა, ტაქსი გამოიძახა და ნეაპოლში მარტო დაბრუნდა. ვიქტორი ანტონიო კონტეს პროექტის ნაწილი არაა და ვნახოთ, რა მოხდება.
ოსიმენი არის ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლის სატრანსფერო ფანჯრის გასაღები აბარია. კლუბის ხელმძღვანელებს სურთ, კონტეს ლუკაკუ მოუყვანონ, რომლის ტრანსფერსაც დაჰპირდნენ და გეგმავენ, მდგომარეობა გამოასწორონ“.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის მსურველი „პარი სენ-ჟერმენი“ იყო, მაგრამ ფრანგულ კლუბსა და „ნაპოლის“ შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან „პარტენოპეიმ“ სატრანსფერო თანხის დაკლებასა და დათმობებზე წასვლაზე უარი განაცხადა. ოსიმენს „ჩელსისაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ ლონდონური ფრონტიდანაც არაფერია ახალი.