მერებაშვილის მორიგი გოლი პოლონეთის ჩემპიონატში
საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის "ვისლას" შემტევმა გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა.
მე-20 ტურის შეხვედრაში "ვისლამ" "სანდეცას" უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა.
მერებაშვილმა 27-ე წუთზე, როცა ანგარიში 0-1 იყო, შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა.
ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
სატურნირო ცხრილში "ვისლა" 20 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის მერებაშვილი პოლონური კლუბის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 52 შეხვედრაში 8 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.