"რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში, მადრიდის „რეალმა“ არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ „ალ ჯაზირას“ 2:1 მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა.
მატჩის პირველი ტაიმი, მოულოდნელი შედეგით დასრულდა. 41-ე წუთზე, არაბები თავიანთმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რომარინიომ დააწინაურა.
მეორე ნახევარში, „რეალმა“ თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო და 53-ე წუთზე, რიშტიანუ რონალდუს გოლის წყალობით, ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე გარეტ ბეილმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი სხეული სათამაშოდ 100%-ით მზად მაინც არაა.
საერთო ჯამში, „სამეფო კლუბს“ კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, რაც თუნდაც ბურთის 70-ით ფლობაში, კარისკენ 35 დარტყმასა და 19 კუთხურში გამოიხატება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი შაბათს გაიმართება - „რეალის“ მეტოქე, ბრაზილიური „გრემიო“ იქნება.