არსენალი, ტიერი ანრი, არსენ ვენგერი
Aa
Aa

ყველაფერი თვითმფრინავში დაიწყო - დღე, როდესაც ანრის ცხოვრება შეიცვალა

1999 წელს ტიერი ანრის ცხოვრება და კარიერა მთლიანად შეიცვალა. ლეგენდარული ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი ტურინის იუვენტუსიდან ლონდონის არსენალში გადავიდა. ეს კი მთლიანად არსენ ვენგერის დამსახურებაა.

მეთოფეების ოფიციალურ გვერდთან საუბრისას, ტიერი ანრიმ სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა.

რა თქვა ანრიმ?

„არსენ ვენგერი იუვენტუსისა და მონაკოს მატჩს დაესწრო. თამაშის შემდეგ, თვითმფრინავით პარიზში ვბრუნდებოდი და არსენ ვენგერიც იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა. მითხრა, რომ მატჩს მთლიანად დაესწრო და ვერ ხვდებოდა, თუ რატომ ვთამაშობდი მარცხენა მცველის პოზიციაზე. ნომრები გავცვალეთ და მითხრა, რომ დამირეკავდა.

არსენმა ამიხსნა, რომ იუვენტუსში დროს ვკარგავდი. ის მე, როგორც თავდამსხმელს ისე აღმიქვამდა. წასვლის წინ იმედი გამოთქვა, რომ მალე შევხვდებოდით. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.“

საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ ფრენის შემდეგ, ანრი რამდენიმე კვირაში არსენალში 16.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ეს იმაზე 4 მილიონით მეტია, რაც იუვენტუსმა მონაკოს ტიერის სანაცვლოდ გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი ლონდონურ კლუბში 1999/2007 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ანრიმ არსენალის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 377-ჯერ მოირგო, 228 გოლი გაიტანა და 97 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები