სანდრო რამირესი
Aa
Aa

სანდრო რამირესი "ვალენსიაში"?

ესპანური პრესის ცნობით, „ვალენსია“ საკუთარი შეტევის ხაზის გაძლიერებას, „ევერტონის“ ფორვარდ სანდრო რამირესით აპირებს.

ჩვენი პირინეელი კოლეგები წერენ, რომ „ღამურები“ ლივერპულელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და რამირესის დამატებას იანვარში ეცდებიან.

22 წლის თავდამსხმელი, „ევერტონის“ რიგებში გასულ ზაფხულს „მალაგადან“ გადავიდა, თუმცა „კანფეტთა“ ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა და „გუდისონ პარკიდან“ აბარგების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები